მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა სომხეთს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სომხეთს ეწვევა. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იუწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კეტრინ კოლონა 26-28 აპრილს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

აღნიშნულია, რომ ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემით.

შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრი მოუწოდებს პატივი სცენ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებს და დაუყოვნებლივ აღადგინონ მოძრაობა ლაჩინის დერეფნით.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. კოლონა ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს, რათა პატივი მიაგოს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button