კულტურამთავარი

სომხურ ლავაშს აქვს სახეობები, თვისებები და სახელები  –  გამოფენა „სომხური პური ფოტოისტორიებში“

სომხურ ლავაშს თურმე ტიპები, თვისებები და სახელები აქვს. მაგალითად, თორნის გაცხელების შემდეგ გამომცხვარ პირველ ლავაშს ცხელ-ცხელ ლავაში ჰქვია, ლამაზი ლავაშის ერთ სახეს „ყვავილი“  და ასე შემდეგ, დაახლოებით 20 სახეობა.

“არმენპრესის” ინფორმაციით, “Yeremyan Projects”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანაჰიტ გევორგიანმა აღნიშნა, რომ გამოფენა ამჟამად სიმბოლურ რესტორან “ლავაშშია” მაგრამ ის მუდმივი იქნება. მისი ჩვენება და გამოქვეყნება მოხდება “Yeremyan Projects”-ის მიერ  სხვადასხვა დროს.

„ასევე შევქმენით ღია ბარათები ამ სურათებით, რომლებიც მუდამ იქნება რესტორან „ლავაშში“, მას  წარვუდგენთ ჩვენს დამთვალიერებლებს. როგორც ითქვა, გამოფენა ფიზიკურად არ იქნება ერთ ადგილას, მაგრამ პერიოდულად იქნება ნაჩვენები სხვადასხვა დროს. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ეროვნული ღირებულების მაქსიმალურად გავრცელება. ის ასევე იქნება ონლაინ დომენში. არის სამენოვანი თარგმანი, რომ მაქსიმალურად გავრცელდეს“, – განაცხადა მან.

ლავაში ერთ-ერთი სომხური სიმბოლოა და თავისი ადგილი უკავია ჩვენს ეროვნულ სამზარეულოში. სომხეთში ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ პურს  სამი ათასზე მეტი წლის წინ იყენებდნენ.

ლავაში ცხვება თორნეში  და ახალ გამომცხვარ ლაავშს  თავისი ფორმა აქვს.  ათწლეულების განმავლობაში მცხობელებმა მათ უნიკალური სახელები დაარქვეს.

მცხობელისა და ფოტოგრაფის ოსტატობით, თითოეულ ლავაშს აქვს თავისი უნიკალური ფერი, ფორმა და შინაარსი. რამდენად ცხელია თორნე და რამდენად გამოცდილია მცხობელი, შემდეგში განსაზღვრავს  ლავაშის ფორმას.

ერთ-ერთმა ვიზიტორმა მსახიობმა ანაჰიტ კირაკოსიანმა „არმპრესთან“ საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს მსგავს ღონისძიებებს, რადგან ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ეროვნული სიმდიდრე.მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს და არ ვიცოდი, რომ ლავაშს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი, ფერი, სახე და სახელიც კი და ეს ყველაფერი მშვენიერი ოსტატი მცხობლების წყალობით“, – ამბობს ანაჰიტ კირაკოსიანი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ლავაში შეიტანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button