საზოგადოება

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიმართა სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად?

2022 წელი 1 აპრილიდან 2023 წლის  31 მარტამდე სომხეთში რუსეთიდან 1 მილიონ 306 ათას 850 ადამიანი ჩავიდა, სომხეთი კი 1 მილიონ 260 ათას 570-მა დატოვა. ამის შესახებ Radar Armenia-მ შეიტყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურიდან.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა გავუგზავნეთ იმის გასარკვევად, 2022წ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა სომხეთში და მათგან რამდენმა მიიღო სომხეთის მოქალაქეობა?

მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში აცხადებენ, რომ სრ მოქალაქეობის შესახებ სტატისტიკა გამოითვლება ყოველწლიურად, შესაბამისად წარმოადგენენ 2022 წლის მაჩვენებლებს. „რუსეთის მოქალაქეებისაგან შემოვიდა 19427 განცხადება სრ მოქალაქეობის თაობაზე, სრ პრეზიდენტის ბრძანებით 13865-ს მიენიჭა სრ მოქალაქეობა“, – ნათქვამია პასუხში.

ჰაიკ მაგოიანი

ნახეთ მეტი
Back to top button