მთავარიპოლიტიკა

6-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი ქალები სასწავლო ქვედანაყოფებში იმსახურებენ. მინისტრის მოადგილე

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარგსიანი შეეხო მთავრობის სხდომაზე მიღებულ პროექტს, ისაუბრა რა სომხეთში ქალებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის შექმნის პროექტზე.

როგორც იუწყება Armenpress-ი, ჟურნალისტებთან საუბარში არმან სარგსიანმა დააზუსტა, რომ სამხედრო სამსახურში გასვლის მსურველი ქალები 6 თვის ვადით სასწავლო სამხედრო ნაწილებში იმსახურებენ.

კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სამხედრო ქალები, რომლებიც 6-თვიან სამსახურს დაასრულებენ, სარგსიანმა უპასუხა: „ისინი სასწავლო სამხედრო ნაწილში იმსახურებენ“.

21 აპრილს სომხეთის მთავრობამ მიიღო პროექტი, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს გაიარონ სამხედრო სამსახური 6 თვის ვადით, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ეროვნულ კრებას.

ნახეთ მეტი
Back to top button