ეკონომიკა

WIZZ AIR ქუთაისში მეოთხე ბაზირებულ ხომალდსა და ახალ მიმართულებას ამატებს

NEWS.On.ge. წერს, რომ Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეოთხე Airbus A321neo-ს დამატებას აანონსებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კომპანიის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

  • ბაზირებული ავიახომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში გაზრდის რეისების რაოდენობას 28-მდე და დამატებით სიხშირეებს გახდის ხელმისაწვდომს ათენის, ბარსელონის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, მილანის, პარიზის, პრაღისა და რომის მიმართულებით.

რიცხვებში: WIZZ AIR’S ახალი მიმართულება ქუთაისი-კოპენჰაგენია — ფრენები 1-დან 23 დეკემბრამდე დაიწყება, ხოლო ბილეთების საწყისი ფასი 109 ლარი იქნება.

  • როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებით გაყიდვაში იქნება 350 000 ბილეთი ქუთაისიდან, რაც ბილეთების მოცულობას 1 235 000-მდე ზრდის.
  • 2023 წლიდან ახალი მიმართულების დამატებასთან ერთად ცხრა მიმართულებით იზრდება სიხშირე.
  • ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში.
ნახეთ მეტი
Back to top button