პოლიტიკა

დაკავებული აზერბაიჯანელი სამხედროები ადამიანის უფლებათა  დამცველთან შეხვედრაზე არასათანადო მოპყრობაზე  არ უჩივიან

სომხეთის ადამიანის უფლებათა  დამცველმა  ანაჰიტ მანასიანმა სომხეთში შეჭრილი და დაკავებული აზერბაიჯანელი სამხედროები მოინახულა, წერს RADAR.AM-ი.

მანასიანის თქმით, მან მათთან განიხილა მათი უფლებების უზრუნველყოფის მდგომარეობა და პატიმრობის პირობები. „ეს ინფორმაცია გადაეცა საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა მანასიანმა.

ადამიანის უფლებათა დამცველის ინფორმაციით, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მხრიდან აზერბაიჯანელი სამხედროების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ პრეტენზია არ შემოსულა. „მე პირადად გავეცანი დაკავების პირობებს, იღებენ თუ არა სასმელ წყალს, საკვებს და ამასთან დაკავშირებით არანაირი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

მანასიანმა აღნიშნა, რომ მან აზერბაიჯანელებს განუმარტა მათი ძირითადი უფლებები და მათ მიმართ განხორციელებული სასამართლო აქტების ხასიათი.

ნახეთ მეტი
Back to top button