ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა კვლავ მოითხოვეს ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილების აღდგენა და ყველა დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ამის შესახებ „Armenpress“-ი იტყობინებ, იმოწმებას რა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზერბაიჯანის მონიტორინგის თანამომხსენებლების იან ლიდელ-გრეინჯერის (გაერთიანებული სამეფო) და ლიზ კრისტოფერსენის (ნორვეგია), ასევე სომხეთის მონიტორინგის თანამომხსენებლების – კიმო კილიუნენის (ფინეთი) და ბორიანა აბერგის (შვედეთი) მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2022 წ. 16 დეკემბრის ჩვენს მოწოდებას, აღდგეს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით და შეგახსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებას სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო 2023 წ. 22 თებერვლის ბრძანებას. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის ორივე მიმართულებით“, აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი 23 აპრილს მიმართავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ საგუშაგოს დამონტაჟების თაობაზე.
„მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რამაც შეიძლება გაართულოს მოლაპარაკების მცდელობები, რასაც ევროკავშირი უმაღლეს დონეზე და სომხეთში ევროკავშირის მისიის ყოფნით უჭერს მხარს. მოვუწოდებთ გააქტიურდეს მოლაპარაკებები სასაზღვრო საკითხებზე და ყველა უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი პოლ გავანი (ირლანდია) ასევე ცდილობდა ლაჩინის დერეფანში შესვლას, რათა ადგილზე გაარკვიოს სიტუაცია.