ეკონომიკა

ჩვენს მშპ-სთან შედარებით, ძალიან მცირე სახელმწიფო ვალი გვაქვს – პრემიერ მინისტრი

სომხეთის  მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა  სახელმწიფო ვალის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალში დრამიანი ვალის წილი გაიზარდა და მთლიანი ვალის 40 პროცენტს შეადგენს.

„ეს ნაწილობრივ განპირობებულია დრამის გამყარებით. თუ ვსაუბრობთ ვალის/მშპ-ის შეფარდების შემცირებაზე, მაშინ მისი ნაწილი დრამის გამყარებაზეა გდამოკიდებული, რადგან ჩვენი ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია, მეორე ნაწილი კი განპირობებულია პროგრესირებადი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. მეორე მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ვგეგმავდით, ამანაც თავისი გავლენა იქონია.

ახლა ვმუშაობთ ვალის საშუალოვადიან სტრატეგიაზე, სადაც წარმოგიდგენთ, როგორ ვგეგმავთ ვალის მართვას უახლოეს წლებში და როგორ ვაპირებთ წინსვლას, შევამცირებთ ძირითად  რისკებს, რაც არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „ჩვენ გვეუბნებიან, ხედავთ, ჩვენ გვაქვს 10 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მშპ-სთან შედარებით ძალიან ცოტა ვალი გვაქვს. ძირითადად, მშპ-ს 46 პროცენტით, სომხეთი კვლავ განიხილება მსუბუქი დავალიანების  მქონე ქვეყნად.

ნახეთ მეტი
Back to top button