პოლიტიკა

„გენოციდის აღიარების პროცესზე უარის თქმა ნიშნავს სომეხი ერის იდენტობის განადგურებას“:   ვიქტორ რაევსკი

სავსებით გამართლებულად მიმაჩნია პარალელები ოსმალეთის იმპერიის,  თურქეთისა და აზერბაიჯანის დღევანდელ პოლიტიკას შორის.  ამის შესახებ Ermenihaber.am-თან საუბარში განაცხადა  შავი ზღვა-კასპიის რეგიონის პოლიტიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა,  პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ცნობილმა  რუსმა  ექსპერტმა  ვიქტორ ნადეინ-რაევსკიმ. 

„სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად სომხებმა ომი წააგეს. ლაჩინის დერეფნის დახურვა უდავოდ მიზნად ისახავს ყარაბაღის ხალხის ჩაგვრას, მშობლიურ არცახში დაბრუნებული მოქალაქეების ცხოვრების გართულებას, რადგან იქ არის რუსული სამშვიდობო ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, შეზღუდული უფლებამოსილებები აქვთ.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ურთულებს აზერბაიჯანი სომხებს ცხოვრებას საკუთარ სამშობლოში. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ აზერბაიჯანი მტკიცედ აცხადებს, რომ სტატუსის საკითხი უკვე მოგვარებულია. არაფერი მსგავსი,  სტატუსის საკითხი ისევ იქ არის და არსად არ წასულა.  რა თქმა უნდა, არსებობს  პარალელები ოსმალეთის იმპერიის,  თურქეთისა და აზერბაიჯანის დღევანდელ პოლიტიკას შორის“.

როგორც რესპოდენტმა აღნიშმა, სომეხთა გენოციდზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ბერძნები და ასურელები, რომლებმაც ასევე დიდი ზარალი განიცადეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომეხი მოკლეს. დახოცილი ასურელთა რაოდენობა 30000-ს შეადგენდა, ხოლო ბერძნების – 60000-ს. ასურელთა ნაწილი რუსებმა  გადაარჩინეს და, საბედნიეროდ, ახლა ასურელი ხალხი ეროვნული აღორძინების პერიოდს განიცდის.

კიდევ ერთი ერი, რომელიც დაზარალდა თურქების ხელში, არის ბერძნები. მაგრამ ბერძნებისგან განსხვავებით, თურქები არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში ასურელებთან და სომხებთან“, – თქვა რაევსკიმ და დასძინა, რომ იმ დროს ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა 31 კომისია, რომლებიც დაკავებული იყო  უპტრონოდ მიტოვებული სომხური და ბერძნული ქონების გათურქებით.

„თურქები იყენებდნენ ქურთებს ზემოაღნიშნული ხალხების გასანადგურებლად და ყველა ოპერაციას ხელმძღვანელობდა სამარცხვინო სამეული: თალაათ ფაშა (1874-1921), ენვერ ფაშა (1881-1922) და ჯემალ ფაშა (1872-1922), რომლებმაც  1913 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღეს.  სამი კრიმინალი, რომლებიც მართლაც იყვნენ დაკავებულნი სომხების განადგურებით. თალაათის დეპეშები კი ადასტურებენ, რომ ყველა ქმედება ხდებოდა  სახელმწიფო დონეზე“, – აღნიშნა ექსპერტმა.

საუბრისას რაევსკიმ ასევე მოიხსენია 2019 წ. გამოცემული  ცნობილი თურქი ისტორიკოსის თანერ აქჩამის წიგნი „მკვლელობის ბრძანებების“ რუსული თარგმანი.

„წიგნში მოცემულია ალეპოში თალეათის დეპეშები 4000 სომეხი ობლის შესახებ, რომლებმაც მშობლები დაკარგეს. თანერ აქჩამი ციტირებს  თალაათის დეპეშას სადაც ამბობს, რომ  დამნაშავის ბრძანებით, ოთხ წლამდე ბავშვები მოათავსეს თურქულ თავშესაფრებში, რათა მათ არ სდოდნოდათ მათი სომხური წარმომავლობის  შესახებ. უფროსები კი ტერ ზორში გაგზავნეს, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო“.

რაევსკიმ განაცხადა, რომ სომეხთა გენოციდის არსებობას ათასობით დოკუმენტი და სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები  ადასტურებენ, რადგან ისინიც კი იყვნენ გაკვირვებულნი თურქების სისასტიკით.

„თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება უარყოფს სომეხთა გენოციდის ფაქტს, თურქები ცდილობენ ეს სხვებს მიაწერონ. მაგალითად, რომ „ყველაფერში რაც მოხდა   ებრაელები არიან დამნაშავენი, და თურქებს ბრალი არ მიუძღვით – ეს რეალურად სისულელეა.

თურქეთში გავრცელებულია თეორია იმის შესახებ, რომ გენოციდი სავარაუდოდ ორგანიზებული იყო ებრაული სექტის საბატიანთა „დიონმენის“ თემის მიერ. ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი  „ახალგაზრდა თურქების“ წევრიც იყო. ეს, რა თქმა უნდა ასე არ არის. ეს არის  თურქებისთვის ძალიან მოსახერხებელი თეორია, რომელსაც თურქული ელიტა ცდილობს დაეყრდნოს.

თურქეთში ვცადე ამ სექტის შესახებ წიგნები მეპოვა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან გაყიდული იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს თეორია ძალიან პოპულარულია თურქებში“, – განაცხადა მან.

„საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ თურქეთის მოსახლეობა არ არის მზად, შეეგუოს წინაპრების მიერ ჩადენილ დანაშაულს. მეტიც, გვახსოვს, რომ ერდოღანი ბერძნებს ახალი გენოციდით დაემუქრა თურქეთ-საბერძნეთის დაძაბულობის დროს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. მან ბერძნებს სმირნის ხოცვა-ჟლეტა შეახსენა.

ამგვარად, მწვავე და უაღრესად მნიშვნელოვან საკითხად რჩება სომხების გენოციდის აღიარების საკითხი. გენოციდის აღიარების პროცესზე უარის თქმა ნიშნავს  სომხების იდენტობის განადგურებას, რადგან ეს არის ის, რაც აერთიანებს მსოფლიოს ყველა სომეხს, ანუ მიაღწიოს სამართლიანობას“, – განაცხადა მან.

ავტორი: ედუარდ მელქუმიანი

წყარო: Ermenihaber.am

ნახეთ მეტი
Back to top button