მთავარიპოლიტიკა

ერევანი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობების გაფართოებას სთავაზობს

ერევანი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობების გაფართოებას სთავაზობს.

ამის შესახებ „Armenpress“-ის ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ჯერმუკში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დამკვირვებელთა რაოდენობა არ არის საკმარისი სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრების მონიტორინგისთვის. „ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორს ვთავაზობთ, გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა, ისევე როგორც სხვა შესაძლებლობებიც, რათა დამკვირვებლებმა შეძლონ უფრო სათანადო დაკვირვება“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button