მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის რვა წინაპირობის წარდგენის შესახებ

რადიო „თავისუფლების“ კითხვას პასუხობს  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი.

 „აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ცოტა ხნის წინ წამოაყენა რვა წინაპირობა, მათ შორის სომხური ჯარების გაყვანა მთიანი ყარაბაღიდან, აზერბაიჯანის რვა ოკუპირებული სოფლის განთავისუფლება, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებზე  უარის თქმა, რაც სომხეთმა უნდა განახორციელოს და გააუმჯობესოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან. რას იტყვით ამაზე?”

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის პასუხი:

 „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანული მხარის ფიქტიური გამოსვლები და მოთხოვნები ყოველდღიურად ცვალებადია და არა მარტო სომხეთის რესპუბლიკას, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე უჭირს თვალი ადევნოს აზერბაიჯანული მხარის სპეკულაციებს.

ამის მაგალითია აზერბაიჯანული საუბარი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაზე. გასული წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა ჯერ გამოაცხადა, რომ დერეფანი იქნება ღია,  შემდეგ დერეფანი ჩაკეტეს ე.წ. „ეკოლოგიურმა აქტივისტებმა“, შემდეგ, როცა გამოცხადდა, რომ პრობლემატურმა მაღარომ შეწყვიტა საქმიანობა,  „ეკო- აქტივისტებმა”  მოითხოვეს დერეფანში გამავალი წითელი ჯვრის მანქანების და ჰუმანიტარული ტვირთის შემოწმება. შემდეგ, ამ ქმედებების ამართლებდნენ   საბრძოლო იარაღის გადაცემის საბაბით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კვლავ განაცხადეს, რომ დერეფანი ღიაა  და უკვე 23 აპრილს  2020 წლის  9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის უხეში დარღვევით საგუშაგო მოაწყვეს. ბოლოს და ბოლოს გამოამჟღავნეს თვეების განავლობაში მომზადებული სახელმწიფო დონეზე ორგანიზებული თეატრალური წარმოდგენის  რეალური მიზანი.

თავდაპირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სამსახურს ახორციელებენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიებზე. ცნობილია, რომ 1990-იანი წლებიდან აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიისგან დასაცავად და მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, არცახის სომხებმა შექმნეს თავდაცვის ჯარი, რომელიც დღემდე ახორციელებს თავის სამსახურს, რათა აღკვეთოს აზერბაიჯანის მიერ თითქმის ათწლეულების წინ დაგეგმილი აღნიშნული ოპერაციების განხორციელება. თავდაცვის არმია იყო და მას არსებობის შენარჩუნება უხდება დღესაც მეტად მძიმე პირობებში,  როგორიცაა:  აზერბაიჯანის მიერ  განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, მათ შორის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება, მკვლელობები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდული დარღვევები, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, საკვების და მედიკამენტების მიწოდების მოშლა, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და სხვა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ სხვადასხვა დონეზე გაჟღერებულ რვა სოფელს, მინდა განვაახლო  აზერბაიჯანული მხარის მეხსიერება და ავღნიშნო, რომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში აზერბაიჯანმა დაიკავა არწივაშენი, ტავუშის რაიონის სოფლების ვაზაშენისა და აიგეჰოვიტის სახნავი მიწები, სოფლების ბერქაბერისა და პარავაქარის სახნავი მიწების 70 პროცენტი, ხოლო 44-დღიანი ომის შემდეგ განახლებული აგრესიის შედეგად კიდევ 150 კვადრატული კილომეტრი. გასაკვირია, რომ სომხეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას განიხილავენ იმ ქვეყნის ოფიციალური პირები, რომელთა უმაღლესი ხელმძღვანელობა ღიად წარმოაჩენს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიებზე, ზოგჯერ კიდევ  აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არსებობს, ამიტომ ის არ ირღვევა  მისი შეიარაღებული ძალების წინსვლით.  არაერთხელ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის  ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, იმუქრება, რომ მოახდენს  ახალი ტერიტორიების ოკუპაციას ძალის გამოყენებით  მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, უპასუხოდ დარჩა სომხეთის მიმართვა აზერბაიჯანისადმი, პატივი სცეს ორივე ქვეყნის მიერ ალმა-ატას დეკლარაციაში აღიარებულ სასაზღვრო ხაზს, ასევე, წარმოედგინა სამართლებრივი დასაბუთება ზოგიერთ ხსენებულ სოფელთან დაკავშირებით. მეტიც, უპასუხოდ დარჩა სომხური მხარის წინადადება1975 წ.  სასაზღვრო ხაზიდან ჯარების სარკისებური გაყვანის შესახებ, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს სასაზღვრო დაძაბულობის შემცირებას და რიგი არსებული პრობლემების მოგვარებას.

სომხეთი დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგით არის შესაძლებელი და აზერბაიჯანის მიერ გატარებული პოლიტიკა აშკარად არ უწყობს ხელს დაძაბულობის შენელებას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button