მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მოელის საფრანგეთის მხარდაჭერას ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანს მიაჩნია, რომ საფრანგეთს შეუძლია სომხეთს დაეხმაროს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეშიც.

მსგავსი მოსაზრება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.

„საფრანგეთს ნამდვილად შეუძლია სასარგებლო იყოს და დაეხმაროს სომხეთს ბევრ საკითხში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია სომხეთში გაიგზავნა პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგად, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთი აგრძელებს სომხეთის დასახმარებლად გზების ძიებას. ასევე, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, აგრძელებს დაინტერესებას მთიანი ყარაბაღის საკითხით. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სომხეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის ფრანგი თანათავმჯდომარეც ჩავიდა. ამ დროისთვის, ჩვენ ვხედავთ საფრანგეთის დიდ ინტერესს ლაჩინის დერეფანში სიტუაციის მოგვარების მიმართულებით“, – განმარტა არმენ გრიგორიანმა.

მან დასძინა, რომ სომხეთი ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნისთვის ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში და აღნიშნა, რომ ისინი ამ საკითხს საფრანგეთთანაც განიხილავენ და მხარდაჭერის მოლოდინში არიან.

არმენ გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზეს  ვიზიტი ჯერმუკში, რათა უკეთ გაეგო სიტუაცია.

„ჩვენი დისკუსიებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მინისტრს კარგად ესმის სიტუაცია“, – განაცხადა გრიგორიანმა.

„არმენპრესის“ კითხვაზე, რა ეტაპზეა სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის  წინადადებებზე  პასუხის გაცემის პროცესი, თუ აზერბაიჯანის განცხადებას  გავითვალისწინებით, სომხეთს  40 დღეზე მეტია წინადადებებზე პასუხი  არ გაუგზავნია, გრიგორიანმა უპასუხა: „უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მოლაპარაკებები, მიმდინარეობს დისკუსიები. აზერბაიჯანმაც დააგვიანა პასუხის მოწოდება წარსულში, როცა ჩვენ ჩვენი წინადადებები გავუგზავნეთ, ეს ძალიან ნორმალურია. ჩვენ ვაგვიანებთ  ერთი მიზეზის გამო, რადგანაც მოლაპარაკებები არის დაგეგმილი, ეს არის მიზეზი. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანი დანარჩენი  სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანის პოლიტიკის გატარებას ცდილობს“.

ნახეთ მეტი
Back to top button