კულტურამთავარი

როდის გაიმართება „ოქროს გარგარის“ საიუბილეო მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი

ერევნის მე-20 საიუბილეო საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ წელს 9-16 ივლისს გაიმართება. წელსაც საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოების წინაშე წარადგენს საკონკურსო ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ყველაზე პრესტიჟულ (კანი, ბერლინი და ა.შ.) კინოფესტივალების ფილმებს. სომხეთში მსოფლიო კინოს მოღვაწეები ჩამოვლენ, რომლებიც კინოს მოყვარულებს საკუთარ გამოცდილებასა და ხელოვნებას წარუდგენენ.

„ოქროს გარგარი“ წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. გარდა ამისა, წელს სომხური კინოს 100 წელი სრულდება და ფესტივალი ამ ორ იუბილეს განსაკუთრებული მინიშნება ექნება.

ნახეთ მეტი
Back to top button