ეკონომიკამთავარი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სახელმწიფო კორპორაციის „როსატომის“დელეგაცია გენერალური დირექტორის ალექსეი ლიხაჩოვის ხელმძღვანელობით.  ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა  სომხეთის  მთავრობასა და კორპორაცია „როსატომს“  შორის თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება არაერთი ერთობლივი პროექტი, აღნიშნა, რომ „როსატომი“ დაინტერესებულია ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაგრძელებით. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განიხილეს მიმდინარე პროგრამები და ახალი ინიციატივების პერსპექტივები. საუბარი შეეხო სომხური ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელებას. გაცვალეს აზრები სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, შესაძლო თანამშრომლობაზე ბირთვული მედიცინის სფეროში, ასევე ქარხანა „ნაირიტის“   სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფის საკითხზე.

ნახეთ მეტი
Back to top button