საზოგადოება

ჩვენი სასულიერო პირები განაგრძობენ სულიერ მსახურებას დადივანქში   –  დედა საყდარი

ჩვენი სამღვდელოება დადივანქში აგრძელებს სულიერ მსახურებას რუსი სამშვიდობოების  მისიის წყალობით, რომლებიც  უზრუნველყოფენ  მონასტრის უსაფრთხოებას. “რადიოლურს” ეჩმიაწინის  საინფორმაციო ცენტრი გადმოსცეს.

„რაც შეეხება ცრუ მტკიცებას დადივანქის აღვანური  კულტურის ძეგლად ყოფნის თაობაზე,  უდაო ისტორიული ფაქტია, რომ მონასტერი წარმოშობით სომხური იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონია აღვანის ეკლესიასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ დღეს ახლად აღმოჩენილ აღვან-უდურ რელიგიურ თემთან“, – აღნიშნავს საინფორმაციო ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი ითხოვდა სომეხი სამღვდელოების განდევნას დადივანქიდან, მიზეზად ასახელებდა, რომ  “სომეხებს არაფერი აქვთ საერთო ამ მონასტერთან”, რადგან ის “კავკასიურ ალბანეთს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან მას ალბანურ-უდური  რელიგიური სარწმუნოება გააკონტროლებს”.

ნახეთ მეტი
Back to top button