მთავარიპოლიტიკა

ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც მიმართული იქნება სომხეთის სუვერენიტეტის უარყოფისაკენ კანონით დაისჯება

ეროვნულ ასამბლეაში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც სომხეთში სუვერენიტეტზე უარის თქმისკენ მიმართული ძალადობრივი ქმედებებისთვის სასჯელია გათვალისწინებული.

შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობისკენ მიმართული ძალადობრივი ქმედებები, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებები დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 15 წლამდე ვადით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ლევონ ბალიანის თქმით, მოქმედი კოდექსი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს მხოლოდ კონსტიტუციური წესრიგის დამხობისა და ძალადობის წაქეზებისთვის.

ჩადენილი ქმედებებისთვის სასჯელი 10-15 წელი იქნება, ძალადობის შემცველი საჯარო მიმართვებისთვის კი დაწესდება  მინიმუმ – ადმინისტრაციული ჯარიმა, მაქსიმუმ –  3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button