პოლიტიკა

აშშ-ს შეუძლია აიძულოს შეთანხმებების შესრულება, მაგრამ მხარეები შორს არიან მშვიდობისგან  –   პოლიტოლოგი

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიდან ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, მხოლოდ რამდენიმეა ხაზგასმულია, რაც ანალიზის საფუძველს იძლევა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა  გრძელდება. სახელმწიფო სამინისტროს პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა მოლაპარაკებების შესახებ მხოლოდ ის ცნობა გაავრცელა, რომ აშშ აგრძელებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მომავლის ჩამოყალიბების მხარდაჭერას და დარწმუნებულია, რომ დიალოგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

მან მოლაპარაკების დეტალები არ გაამჟღავნა, უბრალოდ აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩართულია ამერიკული მხარის არაერთი ოფიციალური პირი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ლუი ბონო.

დიალოგი უმნიშვნელოვანესია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა ჯორჯ შულცის ეროვნულ სასწავლო ცენტრში გამართული მირზოიან-ბაირამოვის  შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ველით მშვიდობას და სტაბილურობას ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში“, – განაცხადა პატელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი აფასებს პირდაპირ კონტაქტებს ერევანსა და ბაქოს შორის.

საინფორმაციო სააგენტო „Azatutyun“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბაქოსა და ერევანს სთხოვა განეხილათ, თუ როგორ დაიცვან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება. სახელმწიფო სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი საკვანძოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში.

„ამ კონფლიქტისათვის, რომელმაც ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა და ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ერთადერთი გზა არის ის, რომ ამ ადამიანებმა საბოლოოდ თავი დაცულად იგრძნონ საკუთარ სახლებში და მათი უფლებები დაცული იყოს“, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ურთიერთობების მოწესრიგების შეთანხმების ფარგლები, ხასიათი და შინაარსი მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ.

პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანი „რადიოლურთან“ საუბარში ხაზს უსვამს ვაშინგტონში შეხვედრების ინტენსივობას, პრაღაში შეხვედრის შემდეგ პოლიტოლოგი ამას ახალ სტარტად  მიიჩნევს. სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კი, ის არ არის ოპტიმისტურად განწყობილი რაიმე შეთანხმების მიმართ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

„ამჟამად ხელშეკრულების გაფორმება საბოლოო გადაწყვეტად არ მიმაჩნია. შეიძლება ეს იყოს საგზაო რუკა ან მემორანდუმი, მაგრამ არის დიდი სამუშაოები და დიდი გზაა გასავლელი მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა, დიახ, შესაძლებელია, მაგრამ არა ახლა. შესაძლებელია, თუ გარანტიები იქნება და აშშ-ს შეუძლია გარანტიები მისცეს და ეს შეთანხმებები განხორციელდეს“.

პროცესი უწყვეტია და მშვიდობის მიღწევას დრო სჭირდება. დღეს მთავარი ის არის, რომ ეტლი დაიძრა,  ამბობს ღევონდიანი.

მას მიაჩნია, რომ არცახის საკითხში მეტია გასაკეთებელი და მეტი დროა საჭირო.

„აზერბაიჯანს, გარდა დეპოპულაციისა, არ წარმოუდგენია არცახის საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტას და გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს არცახის კანონიერად არჩეული ხელისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი მოლაპარაკების შედეგად სომხეთს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს არცახის მომავალი, მით უმეტეს, რომ დღეს არცახში არის საერთო კონსენსუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ ყოფნაზე. ძალიან შესაძლებელია, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას მიაღწიონ, რაზეც არცახი უარს იტყვის, ბოლოს და ბოლოს, ასეთი პრეცედენტი გვქონდა წარსულში“.

მაშინ, როცა ექსპერტთა წრეები სარწმუნოდ მიიჩნევენ აშშ-ს გარანტიას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები ვაშინგტონში მიმდინარეობს რუსეთის მონაწილეობის გარეშე,  შესაბამისად, მოსკოვი ამ პროცესზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ზახაროვა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას.

„როგორც ადრე, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ სამმხრივი შეთანხმების ყველა დებულება, რომელიც მიღწეული იქნა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 2020-2022 წლებში“, – განაცხადა ზახაროვამ.

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პერსპექტივას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ერევანმა და ბაქომ გამოხატეს მზადყოფნა ასეთი შეხვედრისთვის. მან პირობა დადო, რომ თარიღებს მოგვიანებით გააცნობს.

ვაშინგტონში სომხურ-აზერბაიჯანული დისკუსიები გრძელდება, პირველადი გეგმის მიხედვით  ის დასრულდება დღეს, 4 მაისს. 

ნახეთ მეტი
Back to top button