პოლიტიკა

ბობ მენენდესმა გააკრიტიკა USAID-ის ხელმძღვანელი

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ მენენდესმა გააკრიტიკა USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი და თქვა, რომ USAID ძალიან გვიან მოახდინა  რეაგირება ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც სომხების წინაშე დგას მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სომხური კომიტეტი ავრცელებს.

”ჩვენ გვჭირდება სწრაფი რეაგირება მოვლენებზე და ასევე უნდა განვიხილოთ  მათი ძირეული მიზეზები”, – თქვა მენენდესმა.

სენატორმა შეახსენა, რომ გასულ წელს გამოცხადდა ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის სომხეთისთვის 40 მილიონიანი დახმარების გაწევის გეგმა. მენენდესმა გამოთქვა შეშფოთება, რომ “ეს თანხა გაიყოფა დახმარების რიგ პრიორიტეტებს შორის” და სავარაუდოდ  არ მიაღწევს მთიანი ყარაბაღის სოციალურად დაუცველ სომეხ მოსახლეობამდე.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, რა სტატუსით უწევს აშშ-ის დახმარებას არცახისათვის. მან იკითხა, რა თანხა გადაირიცხებოდა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სოციალურად დაუცველ თემებზე, რათა შეძლონ ფეხზე ადგომა აზერბაიჯანის აგრესიის შემდეგ, მაგრამ ფაუერმა ვერ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

თუმცა, ფაუერმა აღნიშნა, რომ USAID-მა ჩაატარა ორი მისია, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში სიტუაციის შეფასებას. მენენდესის თხოვნით, ის  ამ შეფასებების შედეგებს მიაწოდებს  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

ნახეთ მეტი
Back to top button