საზოგადოება

განიხილეს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მოქმედი ენერგობლოკის ექსპლუატაციის პერიოდის გაორმაგების გეგმის საკითხი

სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა მიიღო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კორპორაცია ,,როსტომ”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლაი სპასკი. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამები და ახალი მიმართულებები. კერძოდ, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის არსებული ენერგობლოკის ექსპლუატაციის პერიოდის გაორმაგების პროექტი, სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის, ასევე ს სს „ნაირიტის ქარხანაში“ არსებული სახიფათო ნარჩენების გაუვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

აღინიშნა, რომ მზადდება მეორე ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის ორჯერ გაგრძელების გეგმა. შესაბამისი სამუშაოები სრ მთავრობის მიერ გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამჟამად შესწავლის პროცესშია. რაც შეეხება სს „ნაირიტის ქარხანაში“ არსებული ნარჩენების გაუვნებლობას, ერთობლივი გადაწყვეტილებების მოსაძებნად დისკუსიები „როსატომის“ წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button