მთავარიპოლიტიკა

ვაშინგტონმა ბაქოსა და ერევანს სთხოვა განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიცვან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბაქოსა და ერევანს სთხოვა, განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიცვან მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებები და უსაფრთხოება, იუწყება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, პასუხს სცემს რა „თავისუფლების“ კითხვას, ამ დღეებში ვაშინგტონში სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას განიხილება თუ არა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

სახელმწიფო სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი საკვანძო საკითხია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში.

„ერთადერთი გზა იმ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რომელმაც ძალზე ბევრი სიცოცხლე შეიწირა და ძალიან დიდხანს გრძელდება, არის ის, რომ ამ ადამიანებმა საბოლოოდ თავი დაცულად იგრძნონ საკუთარ სახლებში და მათი უფლებები იყოს დაცული“, – აღნიშნეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და დასძინეს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს “გრძელვადიან, სტაბილურ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს მშვიდობას”.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ურთიერთობების მოწესრიგების შეთანხმების ფარგლები, ხასიათი და შინაარსი მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ. – „ვაშინგტონს აქვს პატივი უმასპინძლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სანამ ისინი მშვიდობისთვის მუშაობენ. შეერთებული შტატები რჩება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული.

მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისა და პრობლემების გადაჭრის გასაღებია. ურთიერთობის მოწესრიგების ხელშეკრულების ფარგლები და ხასიათი მხარეთა გადასაწყვეტია. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ორმხრივი დისკუსიები და მხარეებს შეუძლიათ ერთად შეასრულონ ნამდვილად ძნელი სამუშაო, რათა მიაღწიონ პროგრესს გრძელვადიანი მშვიდობისკენ. რა შეიძლება შევიდეს შეთანხმებაში და რა არა, ეს მხარეების გადასაწყვეტია.

ნახეთ მეტი
Back to top button