მთავარიპოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა შეშფოთება თურქეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს სომხური ავიახაზების ფრენის ნებართვა. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა “ნიუსის” გამოკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც კარგი იქნება მთელი რეგიონისთვის. ჩვენ იმედგაცრუებით ავღნიშნეთ თურქეთის განცხადებას სომხურ ავიახაზების მის ტერიტორიაზე ფრენების ნებართვის შეჩერების შესახებ. ქვეყნებს შორის ადრინდელი შეთანხმებები საჰაერო კომუნიკაციების აღდგენის შესახებ ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვანი საშუალება გახდა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი და სომხეთი შეძლებენ გააგრძელონ ეკონომიკური კავშირების აღდგენა და ღია სატრანსპორტო კომუნიკაცია“, – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button