საზოგადოება

დამოუკიდებელი აფთიაქების ასოციაცია  –  საქართველოში მიმოქცევად მედიკამენტების  ნაწილს სომხეთის მოქალაქეები მოიხმარენ

სომხეთის დამოუკიდებელი აფთიაქების ასოციაციამ სომხეთსა და საქართველოში წამლების მიმოქცევის სფეროში კვლევა ჩაატარა და შემაშფოთებელი სურათი მიიღო. ამის შესახებ ასოციაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება.

შედარებისთვის გათვალისწინებული იყო შემდეგი მონაცემები:

2019 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობა 3 723 500 ადამიანს ადგენს.

2022 წლის 1 ივლისის მონაცემებით, სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენს 2 ​​961 900 ადამიანს.

ანუ პროცენტული თვალსაზრისით სომხეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე დაახლოებით 26%-ით ნაკლებია.

ინფორმაცია მედიკამენტების  მიმოქცევის შესახებ საქართველოში.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 382 000 000 დოლარის მედიკამენტი შემოვიდა, წინა წელთან შედარებით იმპორტი 16,8%-ით გაიზარდა.

2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში 10 450 დასახელებული პრეპარატია რეგისტრირებული.

საქართველოში 3213 ლიცენზირებული აფთიაქია, აქედან 927 3 დიდ სააფთიაქო ქსელს ეკუთვნის.

2022 წლის მარტიდან საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში წარმოებული მედიკამენტების GMP-ის ნორმების მიხედვით იმპორტის დაშვების შესახებ. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ამ მედიკამენტებზე ფასები ბაზარზე 60-80%-ით შემცირდა.

2023 წლიდან საქართველოს მთავრობამ მედიკამენტების რეალიზაციის ზედა მაქსიმალური ზღვარი დააწესა.

შედარება სომხეთთან მოსახლეობის მიხედვით:

სომხეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 26%-ით ნაკლებია. გამოდის, რომ სომხეთში მინიმუმ 8300 დასახელების პრეპარატი უნდა იყოს რეგისტრირებული. მაგრამ… შეგახსენებთ, რომ სომხეთში 5500-ზე მეტი დასახელების პრეპარატი  არასოდეს დარეგისტრირებულა, ამ დროისთვის კი დაახლოებით 3350 დასახელების პრეპარატია რეგისტრირებული.

სომხეთში 2620 ლიცენზირებული აფთიაქია.

მედიკამენტების წლიური ბრუნვა საქართველოში 382 000 000 დოლარია, სომხეთში კი – 125 000 000 დოლარი.

ანუ აფთიაქების რაოდენობა მოსახლეობის მიხედვით თითქმის ერთნაირია, მაგრამ მეზობელ საქართველოში დაახლოებით 3-ჯერ მეტი წამალი შემოდის და იყიდება. ასევე თითქმის 3-ჯერ მეტია რეგისტრირებული წამლები.

ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოში 3-ჯერ მეტ წამალს მოიხმარენ, სომხეთში კი 3-ჯერ ნაკლებად ხდებიან ავად. ეს გასაოცარი მონაცემები სიმართლეს ადასტურებს. ანუ საქართველოში მიმოქცევაში მყოფი წამლების ნაწილს სომხეთის მოქალაქეები წლების განმავლობაში მოიხმარენ, ასკვნის დამოუკიდებელი აფთიაქების ასოციაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button