მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის მისია სომხეთში არ იძლევა უსაფრთხოების არანაირ გარანტიას, მაგრამ მას შეუძლია ახალი გამოწვევები შექმნას: ფაშინიანი

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის გადაწყვეტილება იოლი არ იყო, რადგან ეს არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ შეუძლია ახალი გამოწვევების შექმნა. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობების ცენტრში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

„მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება შევინარჩუნოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, რადგან ამჯამად ეს ყურადღება მთლიანად უკრაინაზეა ორიენტირებული.

სომხეთი მყიფე მდგომარეობაშია. დასავლეთში ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მარიონეტული ქვეყანა, მთავრობა, აღმოსავლეთში კი ფიქრობენ, რომ ჩვენ პროდასავლურ პოლიტიკას ვატარებთ.

დასავლეთისკენ მიმავალი ჩვენი მეზობლები ამბობენ, რომ სომხეთი რუსეთის ახლო მოკავშირეა და სომხეთის წინააღმდეგაც ისევე მოუწოდებენ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ. შემდეგ მიდიან მოსკოვში და აცხადებენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და თითქოს აქცენტი აღმოსავლეთიდან დასავლეთზე გადააქვს. ეს ქმნის მეზობლების მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის გატარების წინაპირობას.

ზოგიერთი ქვეყანა თვლის, რომ ეს აგრესიული პოლიტიკა სომხეთს უფრო ჭკვიანს გახდის. ჩვენ ვიმოქმედებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button