მთავარიპოლიტიკა

ლაჩინის დერეფანი მთლიანად და წინაპირობების გარეშე უნდა გაიხსნას  –  კოლონა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ რადიოსადგურ France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის, ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციაა, რომ ლაჩინის დერეფანი მთლიანად და წინაპირობების გარეშე უნდა გაიხსნას.

მან დასძინა, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არცახში არსებული ვითარება.

კოლონამ აღნიშნა, რომ დისკუსიები ევროკავშირის შუამავლობით მაისში იგეგმება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაძლებლად მიიჩნია სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა 1 ივნისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button