პოლიტიკა

სომხეთის შეწირვით პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც ბიზანტიის იმპერიამ დაუშვა: Le Figaro

ვლადიმერ პუტინი, რომელიც ნებას აძლევს თურქეთსა და აზერბაიჯანს სულ უფრო და უფრო გაანადგურონ სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ არცახზე, და მიაჩნია, რომ ამ გზით სომხეთი კიდევ უფრო დაემორჩილება მას, ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რასაც ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II მაკედონელი (976-1025 წწ.) ათასი წლის წინ.

აღმოსავლეთ რომის იმპერიამ – რომელსაც შეცდომით ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ – მიაღწია თავისი ძლიერების სიმაღლეს ამ ბასილის მმართველობის დროს, რომელიც იყო სომხური წარმოშობის იმპერიული დინასტიის ყველაზე ცნობილი შთამომავალი. ბრწყინვალე სამხედრო, გამოჩენილი ადმინისტრატორი, მან მოახერხა ბულგარეთისა და მუსლიმური ძალების განადგურება. თუმცა, მან დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, რომლის დამანგრეველი შედეგებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვლინდება.

ის ამგვარად,  ფიქრობდა თავისი იმპერიის სიდიადესა და პიროვნული დიდებაზე, მან აღკვეთა სომხეთის დამოუკიდებლობა, რომელსაც პატივს სცემდნენ რომის ორი ყველაზე დიდებული იმპერატორი, კონსტანტინე და ჰერაკლი. ამავე დროს, ბასილი II-მ არა მხოლოდ გააცოცხლა იუსტინიანეს დამღუპველი ავტორიტარიზმი. მან უარყო ავგუსტუსის დროიდან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპი: სომხეთის შუალედური პოზიცია იმპერიასა და ახლო აღმოსავლეთის ძალებს შორის. ბასილი II-მ და მისმა მემკვიდრეებმა საკმარისად ძლიერად წარმოიდგინეს თავი და შეებრძოლენ  მუსულმანურ სახელმწიფოებს სომხების დახმარების გარეშე, ძირითადად უგულებელყვეს სომხეთის ათასწლოვანი როლი, როგორც ცივილიზაციური ბარიერი სტეპური ბარბაროსობის წინააღმდეგ.

ბასილი II ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა  რომის იმპერიის დასასრულის დასაწყისს. მისი გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 1071 წელს მანაზკერტში სელჩუკებთან ბრძოლაში დამარცხებით  დაიწყო თურქული ტომების თარეში ანატოლიაში.

წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინი აწვდიდა იარაღს ბაქოს, სანამ სომხებს მარტო დატოვებდა თურქ-აზერბაიჯანელებისა და მათი ჯიჰადისტი ავაზაკების წინააღმდეგ. ბოლოს ჩაერია, როცა  უკვე მიიჩნია, რომ მისი შემოქმედების „ნაყოფი“ უკვე მომწიფდა  –  სომხეთი დამარცხდა,  მაგრამ არცახიდან ჯერ კიდევ არ არის განდევნილი მთლიანად.  

პუტინს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ალიანსი კარტის ტამაში ჰგონია, როგორც  პოლიტიკურ, ასევე დიპლომატიურ და ეკონომიკურ სფეროებში, მაგრამ კრემლის ოსტატი, ისევე როგორც ბასილი II,  დიდ შეცდომას უშვებს, როცა ნებასრთავს ასე მოეპყრან ერევანს, მის ერთადერთ მოკავშირეს, თუნდაც დღეისათვის დასუსტებულს.   ის იქცევა ვულგარული და გაუნათლებელი მენეჯერივით, რომელიც წვრილმანებზე კამათობს და არა როგორც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც გვთავაზობს ცივილიზაციურ პოლიტიკას ხანგრძლივი პერიოდისათვის.

თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ყოველთვის პოზიციონირებდნენ როგორც „ორი სახელმწიფო, ერთი ერი“, ყოველთვის იყვნენ რუსეთის სტრუქტურული მტრები. სამწუხაროდ, პუტინი, რომელმაც, როგორც ჩანს, დაკარგა სტრატეგის უნარები, ახლა მზად არის მიიღოს ყველაფერი ამ „მოკავშირეებისგან“, რომლებიც, თავის მხრივ, არ ერიდებიან კიევისთვის იარაღის მიწოდებას. როგორ შეიძლება პუტინმა აღიაროს, რომ რუსეთის მსგავს პრესტიჟულ ძალას დაამცირებს აზერბაიჯანი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი განგსტერული სახელმწიფო, რომელსაც მართავენ ალიევ-ფაშაევის მაფიოზური კლანები, რომელთა მთავარი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში დაყვანილია მასობრივ მკვლელობამდე და  შეურაცხყოფამდე? რაც მთავარია, როგორ შეიძლება პუტინმა ვერ დაინახოს ერდოღანის იმპერიული ამბიციები, რომელიც ასე ოსტატურად აერთიანებს ისლამო-პანთურქიზმს და ნეოოსმანიზმს?

მოქმედებს რა ასეთი გზით, რუსეთი ექვემდებარება იმავე რისკს, რომელიც თავს დაატყდა მეორე რომს 1453 წელს, იმ უბედურ დღეს  – სამშაბათს.  

ნახეთ მეტი
Back to top button