საზოგადოება

სომხეთში შენარჩუნდება საპარლამენტო მოდელი  –   პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოება არ მოხდება։ მინისტრი

რა ეტაპზეა საკონსტიტუციო რეფორმები, როდის იგეგმება პაკეტის პრემიერისთვის წარდგენა? ეს კითხვა დღეს, 4 მაისს, ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრს გრიგორ მინასიანს დაუსვეს.

ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „ინტენსიური დისკუსიები მიდის, ჩემი აზრით, თუ ამ ტემპში წავა, ვფიქრობ, წლის ბოლომდე კარგი კონცეფცია გვექნება“, – განაცხადა მან.

გრიგორ მინასიანმა უპასუხა კითხვას, სუპერპრემიერული  სისტემა გაგრძელდება თუ არა.

თუ ეს კითხვა ეხება  ეროვნულ კრებასა და მთავრობას შორის ურთიერთობას, მაშინ ამ საკითხში საკმაო ცვლილებები იქნა შეტანილი-განაცხადა  მინისტრმა.

„გლობალური გაგებით ჩვენ შევეხეთ მხოლოდ იმას, რომ საპარლამენტო მოდელი შენარჩუნდება, რასაც  90 პროცენტმა მისცა ხმა. შეიცვალა შემოწმებისა და ბალანსის სისტემა“, – განაცხადა მან.

მინისტრმა უპასუხა კითხვას: გაფართოვდება თუ არა სომხეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები.

”პრეზიდენტის, როგორც ასეთი, არა, მაგრამ ამ შემოწმებისა და ბალანსის მოდელირებით, ჩვენ ვაპირებთ მეტი სიცხადის შეტანას და ამ უაზრო პროცედურულ წინ და უკან გაგზავნა-გამოგზავნა- ხელმოწერას, ხელმოწერის უფლებამოსილების გარეშე, ყველა იმ ხარვეზს და შეცდომას გავასწორებთ აუცილებლად“.

ნახეთ მეტი
Back to top button