მთავარისაერთაშორისო

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და ვიზების გაუქმება რუსეთის მორიგი პროვოკაციაა  –  ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს. პრეზიდენტის თქმით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას.

„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.

ნახეთ მეტი
Back to top button