საზოგადოება

სომხეთიდან თავშესაფრის მსურველთა შორის არიან აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებიც

2022 წელს სომხეთს  თავშესაფარი 968-მა ადამიანმა სთხოვა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თავშესაფრის მაძიებლებს შორის არიან აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებიც.

ამის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს  შსს-ს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახური.

2022 წელს ყველაზე მეტად თავშესაფარი მოითხოვა უკრაინის მოქალაქეებმა (484 ადამიანი) იმავე წელს ლტოლვილის სტატუსი მიიღო 289 მოქალაქემ, 76 მოქალაქეს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, უკრაინის 7 მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდა.

2022 წელს ,სომხეთს თავშესაფარი სთხოვა ერაყის მოქალაქეებმა,  198-მა ადამიანმა, 23-ს განაცხადი დაკმაყოფილდა, 2 მოქალაქეს უარი ეთქვა, 28-ს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, 2-ს კი შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი.

მესამე ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან, 2022 წელს სომხეთს თავშესაფარი ირანიდან  106-მა მოქალაქემ სთხოვა. 2022 წელს 30 ადამიანს მოქალაქეობაზე  უარი ეთქვა, 17-ს თავშესაფრის თაობაზე უარი ეთქვა, 19-მა ლტოლვილის სტატუსი მიიღო, ირანის 3 მოქალაქეს შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი.

2022 წელს სომხეთს თავშესაფარი აზერბაიჯანის 1 მოქალაქემაც სთხოვა. თავშესაფრის მაძიებლებს შორის თურქეთის მოქალაქეებიც არიან. 2022 წელს სომხეთს თავშესაფარი თურქეთის 8 მოქალაქემ სთხოვა, იმავე წელს 1 მოქალაქის თავშესაფრის თხოვნის განცხადება  დაკმაყოფილდა, 1 მოქალაქემ მიიღო ლტოლვილის სტატუსი.

ნახეთ მეტი
Back to top button