მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელში 14 მაისს შეხვდებიან

ევროსაბჭოს პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 14 მაისს ბრიუსელში შარლ მიშელის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

„პრეზიდენტი მიშელი აგრძელებს მჭიდრო კონტაქტს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში და წინ წაიწიოს ევროკავშირის ძალისხმევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდნენ 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში.

მათ დისკუსიებს ასევე მოჰყვება შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2023 წლის 1 ივნისს კიშინიოვში.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ სამმხრივი შეხვედრები ბრიუსელში იმდენჯერ, რამდენადაც საჭირო იქნება ადგილზე მიმდინარე მოვლენებისა და ბრიუსელის შეხვედრების დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.

პრეზიდენტმა მიშელმა ასევე გამოხატა განზრახვა მოიწვიოს სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები,  მეორედ შეხვდნენ მომდევნო სამიტის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გრანადაში გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button