საზოგადოება
სომხეთის საზღვრის გადამკვეთ აზერბაიჯანელებიდან ერთ-ერთს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სიუნიქის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის საზღვრის გადამკვეთ აზერბაიჯანელებიდან ერთ-ერთს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ Factor.am-ს უმაღლესი სასამართლო საბჭოს პრესსპიკერმა ლილით შაბოიანმა განუცხადა. აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სახელმწიფო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვაში დამნაშავედ ცნეს. მან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აღიარა. მეორე ჯარისკაცის, ჰუსეინ ახუნდოვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება. მას ასევე ბრალად ედება „ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის ქარხნის“ მცველის მკვლელობა.