ეკონომიკა

სომხეთს სურს გახდეს ოპერატორი ჩაბაჰარის პორტში  – შეიქმნება სამუშაო ჯგუფი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს საერთაშორისო მულტიმოდალური მაღალსიჩქარიანი მარშრუტის (MIFA) ამოქმედებისა და ირანის პორტში ჩაბაჰარის ოპერატორადგახდომის  საკითხებს. ინფორმაცია ქვეყნდება მთავრობის ვებგვერდზე e-gov.am.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სამთვიანი ინტერვალით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დასრულებული სამუშაოების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრს. საჭიროების შემთხვევაში წარადგენს რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას და საბოლოო შედეგები 2023 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ ირანში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არსენ ავაგიანმა გასულ წელს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ავტომაგისტრალი მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს ირანსა და საქართველოს შორის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ტვირთების მიტანა ჩაბაჰარიდან, ბანდარ აბასიდან და სამხრეთ ირანის სამხრეთის პორტებიდან შავი ზღვის საქართველოს პორტებამდე 2-3 დღეში, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მარშრუტს ევროპისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button