პოლიტიკა

ხორვატიის პრეზიდენტის სახელით გამართულ მისასალმებელ ვახშამში სომხეთის  პრემიერ-მინისტრის მეუღლემ მიიღო მონაწილეობა

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა ჰაკობიანი ორდღიანი ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს „ევროპელი ლიდერების ცოლების/მეუღლეების სამიტში“.

როგორც ანა ჰაკობიანის ოფისის მიერ გავრცელებულ მესიჯში „არმენპრესი“ ირკვევა, 9 მაისს ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის მიწვევით, პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების საპატივცემულოდ გამართულ სადილში მიიღო მონაწილეობა.

ვახშამს 10-მდე ქვეყნის პირველი ქალბატონები და მეუღლეები ესწრებოდნენ. ანა ჰაკობიანთან ერთად ვახშამს ესწრებოდნენ ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, ალბანეთის პრემიერ მინისტრის მეუღლე ლინდა რამა, ყირგიზეთის პრეზიდენტის მეუღლე აიგულ ჟაპაროვა, ლატვიის პირველი ლედი ანდრა ლევიტე, ქალბატონი ლიდია აბელა მალტის პრემიერ-მინისტრის მეუღლე, უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლე  ბატონი იშტვან ვერეში, სლოვენიის პრეზიდენტის მეუღლე ბატონი  ალეშ მუსარი, სერბეთის პირველი ლედი თამარა ვუჩიჩი, დიპლომატიური კორპუსის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ვახშმის დროს პრემიერ-მინისტრის მეუღლს  ანა ჰაკობიანს  დამსწრეებთან მოკლე საუბარი ჰქონდა.

ნახეთ მეტი
Back to top button