მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი შეგნებულად აფერხებს წითელი ჯვრის საქმიანობას. არცახის ადამიანთა უფლების დამცველი

როგორც იუწყება News.am-ი, არცახის რესპუბლიკის უფლებადამცველმა გეღამ სტეფანიანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„აზერბაიჯანი მიზანმიმართულად აფერხებს წითელი ჯვრის საქმიანობას

„23 აპრილს გორის-სტეფანაკერტის გზატკეცილზე ჰაკარის ხიდთან უკანონო საგუშაგოს დამონტაჟების შემდეგ, აზერბაიჯანი ხელოვნური მიზეზებით აფერხებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ნორმალურ საქმიანობას მთიან ყარაბაღში, რითაც აზერბაიჯანული მხარე არა მხოლოდ ლახავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებებს, არამედ უხეშად არღვევს ბლოკადის დროს მიღწეულ შეთანხმებას ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირთა სრ-ში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამით აზერბაიჯანი პირდაპირ უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლო აზერბაიჯანს ავალდებულებს, მიიღოს ყველა საჭირო და საკმარისი ზომა, რათა ლაჩინის დერეფნით უზრუნველყოფილ იქნას მძიმედ დაავადებული ადამიანების გადაადგილება, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას სომხეთში.

ამ პერიოდში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორჯერ განხორციელდა პაციენტების ტრანსპორტირება: 28 აპრილს (13 პაციენტი) და 29 აპრილს (16 პაციენტი). 29 აპრილიდან, სრულიად შეწყდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგომლობით პაციენტების გადაყვანა სრ სამედიცინო დაწესებულებებში. უფლებადამცველის ოფისში მოპოვებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ დამატებითი პირობები წამოაყენა და მოითხოვა პაციენტების გადამყვანი მანქანების, ასევე წითელი ჯვრის თანამშრომლებისა და პაციენტების პასპორტების შემოწმება, რაც არღვევდა ადრე მიღწეულ შეთანხმებებს.

არცახის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, სასწრაფო გადაყვანას ელოდება 30 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი.

აზერბაიჯანი მიზანმიმართულად აფერხებს წითელი ჯვრის მეშვეობით არცხისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებას, რის შედეგადაც სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან არცახის სამედიცინო დაწესებულებები.

აზერბაიჯანული მხარე, მთლიანად არცახის იზოლაციის მიზნით, მიზანმიმართულ ქმედებებს ახორციელებს, რათა ხელი შეუშალოს თუნდაც ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას არცახში, რეგულარულად წარმოადგინოს დამატებითი ხელოვნური მოთხოვნები.

ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებშიც კი, აზერბაიჯანი არ არის მზად, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან  მოახდინოს მოსახლეობის ტერორი და გააღრმაოს ბლოკადით გამოწვეული ხალხის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მიზანმიმართულად გაღრმავდეს ჰუმანიტარული კრიზისი.

აზერბაიჯანის საქციელი პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და ჰუმანურობის პრინციპებს, რაც დაგმობილი უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა საზოგადოების მიერ.

ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკულ ჩარევას ამ უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული ხასიათის საკითხის მოგვარების მიმართულებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button