მთავარიპოლიტიკა

ეროვნული კრების თავმჯდომარემ მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაცია

11 მაისს სრ პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა მიიღო საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია.

შეხვედრაზე განიხილეს ორი პარლამენტის ერთობლივ დღის წესრიგთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მუდმივმოქმედ კომიტეტებს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. საუბარი შეეხო უახლოეს დღეებში თბილისში გასამართ საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ პირველ სხდომას და მაისის მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტს ერევანში.

სრ ერ. კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დეცენტრალიზებულ თანამშრომლობას.

საქართველოს სომხური თემის შესახებ საუბრისას კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს სომხებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს პარლამენტში და კარგად იცნობს რა სომხური თემის საჭირბოროტო საკითხებს, საპარლამენტო საქმიანობაში ხაზს უსვამს სომხურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და მრავალმხრივ განვითარებას, სექტორულ თანამშრომლობას. მან ხაზი გაუსვა ეკონომიკურ და კულტურულ კონტაქტებს და აღნიშნა, რომ მტკიცე მეზობლური კავშირების ხელშეწყობისა და განვითარების მისია სომეხ და ქართველ ოფიციალურ პირებს ეკისრებათ. საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მაღალი დონე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ნახეთ მეტი
Back to top button