პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი – რუსეთის გუშინდელი გადაწყვეტილება არის ცალმხრივად მიღებული, შესაბამისად, ამის მოტივაციის შესახებ განმარტება უნდა გააკეთოს იმ მხარემ, ვინც ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო

,,პირველი არხი წერს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება არის ცალმხრივად მიღებული, შესაბამისად, ამის მოტივაციის შესახებ განმარტება უნდა გააკეთოს იმ მხარემ, ვინც ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ცალმხრივად იყო, როგორც ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული, ასევე ცალმხრივად არის მიღებული გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს იმ ჩარჩოს ფარგლებში, რა ჩარჩოც არის დღემდე შემუშავებული. რაც იქნება მომავალში შემუშავებული ბუნებრივია, იმის შესრულებაც სამომავლოდ მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ კონკრეტულად ამ გარემოებასთან დაკავშირებით, შემიძლია გაგიმეოროთ, რომ პარტნიორი ქვეყნების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი იქნება ეს თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შესულია სანქციების სიაში, ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ რაიმე ტიპის აქტივობა განახორციელოს საქართველოში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

ნახეთ მეტი
Back to top button