მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და არარატ მირზოიანმა იგორ ხოვაევთან მთიანი ყარაბაღის პრობლემა განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იგორ ხოვაევი.

პრემიერ-მინისტრის აპარატიდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის პრობლემა, აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის გამო მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვა.

პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა სომხური მხარის მიდგომები არსებული ძირითადი საკითხების მოგვარების კუთხით.

ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იგორ ხოვაევი მიიღო სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმაც.  

საგარეო საქმეთა სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები.

მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხური მხარის პოზიციებზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების ფარგლებში არსებულ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის მხრივ 2020წ. 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დარღვევით ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით,  კიდევ ერთხელ დადასტურდა სამხრეთ კავკასიის სტაბილურობით დაინტერესებული პარტნიორების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button