საზოგადოება

სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 80 პროცენტზე მეტით გაიზარდა

სომხეთს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 451 ათას 850 ტურისტი ეწვია, რაც 81,2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.

იანვარ-მარტში ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე სომხეთს ეწვია, რუსი ტურისტების რაოდენობამ 237 ათას 40 შეადგინა. მეორე ადგილზე სომხეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც სომხეთს სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან: 74 ათას 186,  ასევე მნიშვნელოვანია სომხეთში ნამყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა: 53 ათას 707, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების რაოდენობა – 25 ათას 458.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სომხეთს თურქეთის 2 ათას 712 მოქალაქე ეწვია, რაც 2,2-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ნახეთ მეტი
Back to top button