პოლიტიკა

გამოკითხვა აჩვენებს, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა ორეტაპიანი იყოს

14 მაისს დაგეგმილი არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად თურქეთის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს ამჟამად არ აქვს ხმების 50%-ზე მეტი. ამას მოწმობს ხუთშაბათს გამოქვეყნებული კომპანია კონდას საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის მონაცემები.

ამჟამინდელ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 43,7 პროცენტი აქვს, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციური ბლოკის მიერ წარდგენილ ქემალ კილიჩდაროღლუს კი 49,3 პროცენტი უჭერს მხარს. „სამშობლოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს მუჰარემ ინჯეს შეუძლია 2,2% დააგროვოს, ხოლო ATA ბლოკიდან (ათათურქისტები) წარდგენილ სინან ოგანს 4,8%.

ამასთან, „კონდა“ აღნიშნავს, რომ კენჭისყრამდე ბოლო კვირაში კილიჩდაროღლუს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. თუ ასე გაგრძელდა, არჩევნები პირველივე ტურში მისი გამარჯვებით დასრულდება. გამოკითხვა 6-7 მაისს ქვეყნის 81 პროვინციიდან 35-ში 3,4 ათას მოქალაქეს შორის ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა ოპოზიციური „სახალხო ალიანსის“ – 44 პროცენტის გამარჯვებით დასრულდეს. საპრეზიდენტო “რესპუბლიკური ალიანსი” დაახლოებით 39,9 პროცენტს აგროვებს. მხოლოდ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას შეუძლია 35 პროცენტის შეგროვება, ხოლო კილიჩდაროღლუს სახალხო რესპუბლიკურ პარტიას (CHP) 27,4 პროცენტი.

იმავდროულად, 20 აპრილიდან 9 მაისამდე კომპანია ADA-ს მიერ რესპუბლიკის ყველა პროვინციაში 65 ათას მოქალაქეს შორის ჩატარებული გამოკითხვა ერდოღანს პირველ ტურში გამარჯვებას აძლევს – 50,6%. კილიჩდაროღლუ 44,8%-ს აგროვებს, ინჯს-1,7%-ს, ოგანს 2,9%-ს. ერდოღანის პარტიას „სამართლიანობა და განვითარება“ ახალ პარლამენტში შეუძლია 39,6% დაიკავოს, ხოლო ალიანსის პარტნიორმა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ – 9,7%. სახალხო რესპუბლიკურ პარტიას შეუძლია მიიღოს 26,3 პროცენტის მხარდაჭერა, ხოლო პროქურთულ პარტიას – 10,2 პროცენტი.

თურქეთის საპრეზიდენტო და ახალი საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ერთდროულად გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button