მთავარიპოლიტიკა

საქართველოსთან საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებას სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ვაჰე ღალუმიანი

სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დამყარებული, ძლიერ საფუძველს და ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 11 მაისს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა პარლამენტის ტერიტორიული მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ვაჰე ღალუმიანმა.

მიესალმა რა დელეგაციის წევრებს პარლამენტში, ვაჰე ღალუმიანმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება რეგულარული ერთობლივი სესიების ჩატარება, მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება ორი ქვეყნის პარლამენტების შესაბამის კომიტეტებს შორის. „სომხეთის მთავრობის 2021-2026 წწ სამოქმედო გეგმაში საქართველოსთან განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობების განვითარება პრიორიტეტულად არის მონიშნული, განაცხადა ვაჰე ღალუმიანმა და დასძინა, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით. მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას და გამოთქვა რწმენა, რომ ურთიერთნდობა, უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობის გაძლიერება დამატებითი სტიმული იქნება რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

მადლიერება გამოხატა რა თბილი დახვედრისთვის, კახა კახიშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამშრომლობასა და მეგობრულ ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. მან გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად იმუშაოს ახალი პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ვაჰე ღალუმიანის თქმით, სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებას. „დღეს „მეგობრობის ხიდი“ უკვე რეალობაა ბაგრატაშენ-სადახლოს მონაკვეთზე. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი მოდერნიზაციისა და კეთილმოწყობის პროექტების შემდეგი ეტაპი იქნება გოგავან-გუგუთის საგუშაგო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაზიდვების განტვირთვის საქმეში, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, შეეხო რა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის განტვირთვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, და ხელსაყრელ გადაწყვეტად მიუთითა რეგულარული საბორნე კომუნიკაციის უზრუნველყოფა. მან აღნიშნა, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი სომხეთისთვის თითქმის შეუცვლელია და ამ უკანასკნელის შეზღუდული გამტარუნარიანობა, ასევე რეგულარულად წარმოქმნილი ცუდი ამინდის პირობები ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამ კონტექსტში, ვაჰე ღალუმიანი მიესალმა ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, როგორც მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებზე დაყრდნობით.

მხარეებმა ისაუბრეს ტერიტორიული მართვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე და რიგ სფეროებში გამოცდილების შესაძლო გაცვლის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს შიდა პასპორტებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის ტერიტორიული მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა, ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატებმა ლილით კირაკოსიანმა, მათევოს ასატრიანმა, სერგეი ბაგრატიანმა და სრ ერ. კრების ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა გარნიკ დანიელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button