მთავარიპოლიტიკა

სოფლების მიმდებარედ აზერბაიჯანული სროლები მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებას ისახავს მიზნად – ომბუსმენდის განცხადება

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის მიდამოებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენება ართმევს მშვიდობიან მოსახლეობას სიცოცხლის,  ჯანმრთელობის და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს.

ამის შესახებ, როგორც Armenpress-ი წერს, სომეხმა უფლებადამცველმა ანაჰიტ მანასიანმა ხაზგასმით აღნიშნა  სოტკის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

„დღეს, 11 მაისს, გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესიული მოქმედებები განახორციელეს გეღარქუნიკის რაიონის სოტკის დასახლების უშუალო მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლი გაუხსნეს სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან სომხური პოზიციების მიმართულებით.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის მიდამოებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენება ძირს უთხრის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცველის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button