პოლიტიკა

ბაქოში სომეხ ტყვეებს  სასტიკად სცემენ, სამედიცინო დახმარების კადრებს -ხელოვნურად დგამენ, არ აძლევენ საკვებს და ძილის უფლებას: ადვოკატი

აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციაში სომეხი პატიმრები სასტიკად სცემეს. დღეს, 12 მაისს, პრესკონფერენციაზე შედარებითი სამართლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სომეხ ტყვეთა ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა სირანუშ საჰაკიანმა ყოფილ ომბუდსმენთან არმან თათოიანთან ერთად  ახალი სპეციალური ანგარიში წარადგინა.

„მათ უკრძალავდნენ საკვების მიღებას, ძილის უფლებას,  ასევე  ცივ ამინდში ხელოვნურად მოათავსეს ისეთ პირობებში, რომ გაყინვის შედეგად დამატებითი ტანჯვა მიიღონ“, აღნიშნა ადვოკატმა.  

საჰაკიანის თქმით, ეს პოლიტიკა გაგრძელდა  სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშაც და უფრო ინტენსიური არაადამიანური მოპყრობა გამოიჩინეს დაკავების ადგილებში, სადაც ხაზგასმული იყო აზერბაიჯანელების უპირატესობა სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე ეროვნული თვითშმყოფადობის  შეურაცხყოფით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ასევე აგრძელებს მიზანმიმართულ ქმედებებს, რითაც ისინი დამატებით ტანჯვას იწვევენ 2020 წეს დატყვევებულტა ოჯახების წევრების მიმართაც.

სირანუშ საჰაკიანის თქმით, პატიმართა არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობენ სამოქალაქო პირები და სამედიცინო მუშაკები. „სამხედრო თუ სამოქალაქო ექიმები, რომლებსაც შეხება აქვთ სამხედრო მოსამსახურეებტან, იყენებდნენ ძალადობას. ბოლო ინციდენტებში ბევრი ჩვენება გვქონდა იმის შესახებ, რომ სამხედრო ტყვეები მშვიდობიან მოსახლეობას გადასცეს. მაგალითად, ბაქოში გადასვლისას ისინი გაჩერდნენ სოფელში, სადაც უკვე იყვნენ თავმოყრილი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო ტყვეები, გადმოაგდეს ისინი მანქანიდან და დააგდეს მათ თვალწინ, რომლებზეც ძალადობდნენ და სცემდნენ“, – განმარტავს სირანუშ საჰაკიანი.

მან აღნიშნა, რომ ექიმებმა გადაიღეს  კადრები, სადაც ტყვეებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის  ეჩვენებინათ, რომ მათი ჰუმანიტარული უფლებები არ ირღვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button