რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს – პესკოვი
რუსეთსა და სომხეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს, თუმცა არის მგრძნობიარე მომენტებიც, როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი აგრძელებენ განვითარებას, როგორც პარტნიორული განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.
დარწმუნებული ვართ, რომ მათ ბრწყინვალე მომავალი ელის. რა თქმა უნდა, არის გარკვეული მგრძნობიარე მომენტებიც“, – განაცხადა პესკოვმა მოსკოვში, გადაცემის ეთერში „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“.
რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი შეთანხმებების განხორციელება საშუალებას მისცემს სამხრეთ კავკასიაში მოგვარების მიღწევას, ხელმოწერილ დოკუმენტებს ალტერნატივა არ გააჩნია, მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
„რუსეთი, მოგეხსენებათ, სრულად არის ერთგული იმ სამმხრივი დოკუმენტების მიმართ, რომლებიც გაფორმდა ორი წლის წინ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინი კვლავ არის მოგვარების უდავო საფუძველი. და იმისათვის, რომ მივაღწიოთ მორიგებას, ჩვენ უნდა მივყვეთ სამივეზე მიღწეული შეთანხმებების შესრულების გზას“, – განაცხადა მან.