მთავარიპოლიტიკა

შარლ მიშელის განცხადებაში გამოქვეყნდა არასწორი რიცხვი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით შესწორდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შედეგად, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადების წინასწარ ვერსიაში არასწორი რიცხვი გამოქვეყნდა.

როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსპიკერმა ბარენდ ლეიტესმა თავის “ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი ლოიალობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის და, შესაბამისად, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადების თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის რაოდენობად 89 600 კვადრატული კილომეტრი იყო ნახსენები, რომელიც მოგვიანებით რედაქტირდა და გახდა 86 600 კვადრატული კილომეტრი.

„პრეზიდენტ მიშელის პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში შეცდომა იქნა დაშვებული. პრეზიდენტს უნებურად არასწორი ნომერი მიაწოდეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სწორი რიცხვი 86 ათას 600 კვადრატული კილომეტრია. შეცდომა მაშინვე გამოსწორდა განცხადების ბეჭდურ ვერსიაში“, – წერს ლეიტესი.

ნახეთ მეტი
Back to top button