პოლიტიკა

ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს 2025-მდე აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა – კანონპროექტი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ პარლამენტის წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ითხოვენ, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებს
2024 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა აეკრძალოთ.

შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატება პარლამენტში უკვე დააინიცირეს. კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვა არ გავრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც უძრავ ნივთს მიიღებს მემკვიდრეობის საფუძველზე.

როგორც განმარტებით ბართშია ნათქვამია, აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დაცვა უძრავი ქონების მკვეთრი გაძვირებისაგან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შესაძლო გამოწვევების თავიდან აცილება.

„საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის დაახლოებით 120 000 მოქალაქე, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ინტენსიურად ყიდულობენ ბინებს და სხვა უძრავ ქონებას. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა – 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1679 ადამიანს. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ასეთი ზრდადი ტენდენცია ზღუდავს საკუთრების უფლებას საქართველოს მოქალაქეთათვის. ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების საკმაო ნაწილისათვის გართულებულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც.

შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი, გარდა უსაფრთხოების პრებლემებისა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ფასების ზრდისგან. წარმოდგენილი კანონპროექტი არის ლიეტუვის რესპუბლიკაში მიღებული კანონის ანალოგიური ვარიანტი, რომლის თანახმადაც, დროებით აკრძალულია უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებისათვის“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ნახეთ მეტი
Back to top button