მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დააჩქარებს 2,6 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პროცესს

ევროკავშირის იმიჯი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც კავშირმა გადაწყვიტა სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა სომხეთში. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ჩეხურ ჟურნალ “Respekt”-თან ინტერვიუში,  უპასუხა რა კითხვას, შეიცვალა თუ არა სომხეთის აღქმა ევროკავშირის შესახებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„ეს საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან. ევროკავშირის იმიჯი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც სტრუქტურამ გადაწყვიტა სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა სომხეთში. ამან ხალხს გააცნობიერა, რომ კავშირი ზრუნავს სომხეთის უსაფრთხოებაზე. ემოციური და პოლიტიკური გაგებით, მან გააუმჯობესა ევროკავშირის რეპუტაცია, თუმცა ეს არასოდეს ყოფილა ნეგატიურად აღქმული“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირი სომხეთის მთავარი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

„მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, რა არის სომხეთში ყველაზე დიდი შესამჩნევი ცვლილებები, ისინი ალბათ საპატრულო პოლიციის შექმნას მოიხსენიებენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროკავშირთან თანამშრომლობით და წელს ველოდებით სომხეთში „შკოდას“ მანქანების ახალი პარტიის ჩამოსვლას, ამიტომ გვაქვს ძალიან ფართო დღის წესრიგი ევროკავშირთან ურთიერთობაში.

2021 წლის არჩევნების შემდეგ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთს ეწვია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაჰპირდა 2,6 მილიარდი ევროს მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს, რომ ეს პროცესი ცოტა უფრო მეტად დაჩქარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button