პოლიტიკა
„უნდა იყოს უზრუნველყოფილი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება“: ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა დღეს განაცხადა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება.
„ეს არაერთხელ იქნა ხაზგასმული, ეს არის სტეფანაკერტისა და ოფიციალური ბაქოს განხილვის საგანი და ხაზგასმით აღინიშნა არა მხოლოდ ამ შეხვედრის დროს, არამედ პრეზიდენტ მიშელის გზავნილში აღინიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. ვფიქრობ, ეს ასევე გულისხმობს დამატებით ნაბიჯებს უახლოეს მომავალში. არსებობს მოსაზრება, რომ საჭიროა საერთაშორისო მექანიზმი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის ჩამოყალიბებაზე და შევთანხმდეთ ყველა მხარეს, ამისათვის შესაბამისი მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა მან.