მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი სრ საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანად ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას მიიჩნევს

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება უნდა იყოს.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ჩეხურ ჟურნალ “Respekt”-თან ინტერვიუში უპასუხა რა კითხვას, თუ რა გაკვეთილები მიიღო სომხეთმა ბოლო 15 თვის განმავლობაში.

„ჩვენი რთული ისტორიის გამო, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ არ გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ზოგიერთ მეზობელთან. ამის შეცვლა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, მაგრამ მისი განხორციელება ათობით პრობლემასთან არის დაკავშირებული. არის გარკვეული ფსიქოლოგიური და პრაქტიკული პრობლემები. ასეთი გზავნილი სომხური საზოგადოებისთვის ადვილი მოსანელებელი არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში ეროვნულ ასამბლეაში ისაუბრა სომხეთის მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, ოპოზიციის წარმომადგენელმა კი გააპროტესტა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ისე ლაპარაკობს, თითქოს სომხეთის მეზობელი შვედეთი იყოს.

„ვუპასუხე, კარგი იქნება თუ სკანდინავიისა და ევროპის ისტორიას შევისწავლით. თუ ვფიქრობთ, რომ სკანდინავია ყოველთვის ისეთივე მშვიდობიანი იყო, როგორც ახლა, ვცდებით. მაშინ ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, მითხრეს, რომ ჩვენგან განსხვავებით, სკანდინავიაში გენოციდი არ ყოფილა. დიახ, ჩვენსა და სკანდინავიას შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არსი ნათელია: ადამიანები ქმნიან ისტორიას“, – ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსა და ირანთან და უნდა გააგრძელოს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება.

მისი თქმით, სომხეთს ახლა თითქმის არ აქვს ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რაც უნდა შეიცვალოს.

ნახეთ მეტი
Back to top button