კულტურა

ახლა ვიცი და შემიძლია ცოტა მეტიც გავაკეთო. გამოჩენილი რეჟისორის რობერტ სტურუას სპექტაკლი ერევნის სცენაზე იყო

გამოჩენილ ქართველ რეჟისორს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას უყვარს სომხეთი, სადაც ბევრი სომეხი მეგობარი ჰყავს. მათი მოწვევით რეჟისორი რეგულარულად სტუმრობს ერევანსა და რეგიონებს, წარუდგენს მაყურებელს თავის ძველ და ახალ დადგმებს, თავის გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდებს გადასცემს.

Armenpress-ის ინფორმაციით, სტურუა სომხეთში ამჯერად გიუმრის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა ჩამოიყვანა, რომლის ფარგლებშიც სემუელ ბექეთის პიესა „თამაშის დასასრული“ წარმოადგინა. ისარგებლა რა შემთხვევით, რობერტ სტურუას კარგმა მეგობარმა, ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის მთავარმა რეჟისორმა ჰაკობ ღაზანჩიანმა, ის სპექტაკლის საჩვენებლად მათ თეატრშიც მიიწვია.

სტურუას, რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს. ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ყოველთვის სომხებთან იყო დაკავშირებული და სომეხი ქალიც კი უყვარდა. რობერტ სტურუას ბიცოლა სომეხი იყო, მსახიობი, რომელიც ეჭვიანობის გამო რეჟისორის ბიძამ აიძულა თეატრი დაეტოვებინა. სტურუას აღზრდაში იმ ქალმა, ასია კუკურჩიანმა დიდი როლი ითამაშა. რეჟისორი აღიარებს, რომ თაყვანს სცემდა მას.

სომეხი თეატრის მოყვარული კი მშვენიერია. „ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რამ, რაც მნიშვნელოვანია თეატრისთვის და ამ თვალსაზრისით ჩვენი თეატრები ერთმანეთთან ახლოსაა. სომეხი აუდიტორია ძალიან მგრძნობიარეა. ყველა ჩემი ცნობილი სპექტაკლი ვითამაშეთ სომხეთში. ათი დღის წინ დავდგი ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“, რომელიც ასევე გვინდა სომხეთში ჩამოვიტანოთ, რადგან საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. ჩვენ გამოვიყენეთ მცირე დეკორაცია. ორი მამაკაცი და შვიდი ქალი მსახიობია“, – ამბობს რეჟისორი.

სტურუა პოეტად მიიჩნევს ბექეთს, „აბსურდის თეატრის“ ერთ-ერთ დამაარსებელს. მისი თქმით, სიტყვა „აბსურდი“ ალბათ საბჭოთა იდეოლოგიის შედეგად დაიბადა. „შექსპირსაც პოეტად ვთვლი, მისი პოეზია სიტყვებში კი არა, სამყაროშია, რომელსაც ერთბაშად ვერ აღიქვამ. შენ უნდა იკითხო, თავად ითამაშო კითხვის დროს, დადგა შენ თვითონ. ბოლოს და ბოლოს, როცა პიესას კითხულობ, შენს წარმოსახვაში ასრულებ მას. ბექეთი არის ამ სტილის, პოეზიის გაგრძელება. ის  პიესებს წერს კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე“, – აღნიშნავს რეჟისორი.

მან დადგა ბექეთის რამდენიმე პიესა: „გოდოს მოლოდინში“, „კრეპის უკანასკნელი ფირი“ და ა.შ. “კრეპის უკანასკნელი  ფირი” შესანიშნავი ნამუშევარია. „კაცი სამოცდაათი წლის ხდება და წააწყდება თავის ძველ ჩანაწერებს, რომლებიც მან 25 წლის ასაკში გააკეთა. ის ჩართავს ამ ჩანაწერებს და ხვდება, რომ ის ახალგაზრდა აღარ არის. იწყებს დიალოგს ჩანაწერებთან. ძნელია ამას აბსურდი უწოდო. როდესაც ადამიანი იხსენებს იმას, რაც  გააკეთა არც თუ იმდენად წარმატებით, ის იწყებს საკუთარ თავთან კამათს, რატომ გააკეთა ასე თუ ისე. თურმე საკუთარ თავს ეკამათებით და ელაპარაკებით. სწორედ ასეთი სიტუაცია ბექეთმა აქცია სპექტაკლად“, – ამბობს სტურუა.

რეჟისორის თქმით, ყველაზე საშინელი ის არის, რომ გმირმა იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანის სიცოცხლე მთავრდება. ბექეთმა ეს პიესა 1969 წელს დაწერა. „ერთმა ბრძენმა ფილოსოფოსმა თქვა: თუ კაცობრიობა, ცივილიზაცია არის ის, რაც დღეს არის, უკეთესი იქნება, სამუდამოდ გაქრესო“, – იხსენებს სტურუა.

უბრუნდება რა სპექტაკლს „თამაშის დასასრულს“, ის ამბობს, რომ ის პანდემიამდე იყო დადგმული. მათ ითამაშეს და ორი კვირის შემდეგ დაიწყო პანდემია. თითქოს იწინასწარმეტყველეს რა მოხდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში სპექტაკლი აღარ დაიდგა სცენაზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ეპიდემიამ იკლო, იგი წარმოდგენილი იყო ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც ითამაშეს ვლადივოსტოკში. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ სტურუა აღიარებს, რომ ახლა რთული დროა და ადვილი არ არის სცენიდან მძიმე რამეების მოსმენა. „როცა იცი, რომ განწირული ხარ, უსიამოვნოა ამის კიდევ ერთხელ მოსმენა. თუმცა, ეს არც ისე სერიოზულია. ავტორი ბექეთიც ხომ დიდი კომიკოსია. ამას ყოველთვის ივიწყებენ და ყველას ჰგონია, რომ აბსურდი რაღაც სერიოზულია, რომ ეს არის ინტელექტუალური დრამა და ა.შ. სინამდვილეში, ბექეთი კარგი ირლანდიელია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი რომანები“, – ხაზს უსვამს რობერტ სტურუა.

ის ხუმრობით ამბობს, რომ ბევრი ახალგაზრდა, ვისაც მისი სხვა პიესები არ უნახავს, ​​ბექეთის სპექტაკლიდან ვერ ახერხებს მის შესახებ სრული სურათის წარმოდგენას. „შეიძლება თქვათ, რომ კარგი იყო ან ცუდი. ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს“, – ამბობს რეჟისორი.

სტურუა ვერ იტყვის დანამდვილებით, თუ როგორ შეიცვალა მისი დრამატურგია წლების განმავლობაში, მაგრამ ის აღიარებს, რომ თვითონ შეიცვალა. „ახლა სხვანაირი ვარ. ფაქტობრივად, უფრო გავახალგაზრდავდი. შესაძლოა ეს არის საკუთარი თავის მოტყუება. არსებობს ლათინური ფრთიანი სიტყვა. ახალგაზრდობამ რომ იცოდეს, სიმწიფეს კი შეეძლოს, ყველაფერი კარგად იქნებოდა“. ახლა ვიცი და ცოტაც შემიძლია“, – ასკვნის რობერტ სტურუა.

„თამაშის დასასრულის“ მთავარი როლის შემსრულებელი დავით უფლისაშვილიც აღნიშნავს, რომ ისინი რობერტ სტურუას მსახიობები არიან. „ასე გვეძახიან. სადაც მივდივართ, ყველგან ამბობენ, რომ სტურუას მსახიობები არიანო. ნამდვილად ასეა. „სტურუასთან მუშაობა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ის ცნობილი რეჟისორია“, – ხაზს უსვამს მსახიობი და ამბობს, პიესით ლაპარაკობენ ადამიანებისა და სიყვარულის შესახებ. მის მიხედვით, მაყურებელი, პიესის ნახვით იფიქრებს, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ ცხოვრობს ხალხი, რა ხდება მათ სულში, რა არის ცხოვრება და ა.შ.

თავის როლზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ მაყურებელი უნდა მოვიდეს, უყუროს სპექტაკლს და ყველაფერი გაიგოს, თორემ საინტერესო არ იქნება.

მსახიობი იხსენებს, რომ ორი-სამი წლის წინ სომხეთში ითამაშეს შექსპირის „იულიუს კეისარი“. მან თავად ითამაშა კეისარი. „სომხებს ძალიან კარგად ესმით თეატრი. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს მსახიობებს, გვიყვარს და ყოველთვის გვახსოვს ის დიდებულები, ვისთანაც ოდესღაც ჩვენი თეატრის დიდებულები მუშაობდნენ. ჩვენს და თქვენს მსახიობებს ერთმანეთის მიმართ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ და აქვთ“, – ამბობს უფლისაშვილი და აცნობებს, რომ ჰაკობ ღაზანჩიანი მათ თეატრში ამჟამად სპექტაკლს დგამს, სპექტაკლის პრემიერა კი 2 ივნისს არის დაგეგმილი.

ანჟელა ჰამბარძუმიანი

ნახეთ მეტი
Back to top button