თურქი პროფესორი: “ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, სომხეთ-თურქული ურთიერთობები დაექვემდებარება თურქეთ-აზერბაიჯანისას”
Ermenihaber.am-ის მიერ 14 მაისს თურქეთში გასამართი ეროვნული არჩევნების თემაზე ორგანიზებულ ვებინარზე იუტას უნივერსიტეტის თურქმა პროფესორმა ჰაკან იავუზიმ ისაუბრა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების პერსპექტივაზე, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.
Ermenihaber.am-ის მთავარი რედაქტორის მხითარ ნაზარიანის კითხვის პასუხად პროფესორმა იავუზმა განაცხადა:
„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება, მაგრამ შეიცვლება ხმის ტემბრი, იქნება ცვლილებები გარკვეულ დახვეწილობაში. თუმცა, მთავარი ჩონჩხი იგივე დარჩება. არ არის გამორიცხული, ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში წინა პლანზე წამოვიდეს ადამიანური ემოციების ფაქტორი. ასევე მნიშვნელოვანია სომხეთსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვრის გახსნა“.
თურქი პროფესორი სომხეთ-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გახსნას ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი აზრით, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებს ამით მნიშვნელოვანი სარგებლობა შეუძლიათ.
„რაც შეეხება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებს, ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები და თავი არ მოვიტყუოთ. ვინც არ უნდა მოვიდეს თურქეთში ხელისუფლებაში, თუნდაც “სახალხო დემოკრატიული პარტია” (PDP-HDP), სომხურ-თურქული ურთიერთობები ყოველთვის დაექვემდებარება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს.
ისე, ილჰამ ალიევმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში ერდოღანის გვერდით იდგა. ალიევიც და პუტინიც ძალიან ახლოს არიან ერდოღანთან. რა თქმა უნდა, ალიევი რაციონალური პოლიტიკოსია და მას არ უჭირს ფერების შეცვლა, მაგრამ აზერბაიჯანის გადმოსახედიდან, თუ ერდოღანი წააგებს, ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი არ იქნება“.