პოლიტიკა

რუსეთიდან ნაყიდი იარაღი სომხეთამდე არ მოსულა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან შეძენილი იარაღი სომხეთამდე არ მოსულა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

Armenpress-ის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სომხეთი რუსეთისგან არ იღებს იმ იარაღს, რომელიც შეუკვეთა და გადაიხადა.

„იარაღი სომხეთამდე ნამდვილად არ მოსულა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. არაფერი მაქვს დასამატებელი ამ განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საფარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button